„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს ჯამში 21 პირი დააკავეს. ამის შესახებ „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც.
შსს-ს ცნობით, 21-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული.
ფოტო: ინტერპრესნიუსი