ზუგდიდის 26-ე უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის წარმომადგენელ ნენე დალაქიშვილსა და „ქართული ოცნების“ დამკვირვებელს შორის დაპირისპირება მოხდა.
მომხდარის გასარკვევად, შენობაში შესულ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ბაჩო დოლიძე და ზუგდიდის მერობის კანდიდატის ანზორ მელიას პრესსამსახურის უფროსი ნენე დალაქიშვილი დახვდნენ.
როგორც ნენე დალაქიშვილმა განაცხადა, მმართველი პარტიის მხარდამჭერი მას ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით, უბანზე ე.წ. კარუსელის დატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი, რაზეც შენიშვნა გამოთქვა. დაპირისპირება მასსა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერს შორის სწორედ ამის შემდეგ მოხდა.
„ხელი დამარტყა უბნის გარეთ. მივედი ერთ-ერთ დამკვირვებელთან, რომელიც „კარუსელის“ დატრიალებას ცდილობდა. ამაზე შენიშვნა მივეცი, რაზეც უკვე ფიზიკურად შემეხო“, – განაცხადა ნენე დალაქიშვილმა.