LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა “მელიების” გუნდთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს

167
Untitled design (1)

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა დღეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავი გვირგვინით შეამკეს.

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “მელიების” გუნდთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მანუჩარ ახალაია და გიორგი თარგამაძე იმყოფებოდნენ.

როგორც მანუჩარ ახალაიამ განაცხადა:

“ხელისუფლება მუდმივად ოკუპაციის წინააღმდეგ უნდა იბრძოდეს, თუმცა პირიქით ხდება – მოქალაქეების დასაცავად არაფერს აკეთებს. მომავალ თაობას უნდა ვუთხრათ, რომ არჩილ ტატუნაშვილი მაგალითია, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა”.

გიორგი თარგამაძის თქმით კი, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რასთან გვაქვს საქმე, რომ არჩილ ტატუნაშვილი სწორედ მტერ სახელმწიფოს, რუსეთს შეეწირა:

“ხელისუფლების წარმკმადგენლები ვაჟა-ფშაველას ციტატებით გველაპარაკებიან, თუმცა მნიშვნელობა არ იციან. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რასთან გვაქვს საქმე, რომ არჩილ ტატუნაშვილი სწორედ მტერ სახელმწიფოს, რუსეთს შეეწირა.” – თქვა მან.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი, მეგობრებთან ერთად ცხინვალის დეფაქტო წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. მოგვიანებით, ოსურმა მხარემ განცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი კი, მოთხოვნის მიუხედავად, ქართულ მხარეს ერთი თვის დაგვიანებით გადმოსცეს. ტატუნასვილს დრეს 38 წელი შეუსრულდებოდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g