LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ნაცვლიშვილმა ხალხთან ჩადიო – რომ ჩავიდე, შევაკვდე იდეას, მერე რას შვრებით?” – მამუკა მდინარაძე

176
2024-04-16_23-22-56_010274

ნაცვლიშვილმა ხალხთან ჩადიო – რომ ჩავიდე, შევაკვდე იდეას, მერე რას შვრებით?, – აღნიშნულის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ოპოზიციასთან მიმართვის დროს განაცხადა.

,,თქვენს წინააღმდეგ რაღაც აქცია რომ იყოს, არ ვიზამდი ამას, ახლა წამოდი აქციაზეო რომ მეუბნებით, ასეთ რისკზე მე თქვენ არ შეგაგდებდით. 10-20 პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება 1000-2000 ან 10 000 ადამიანში და მერე რამხელა ესკალაციას გამოიწვევს. ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით. როგორ შეიძლება ეს? არ ვუთხრათ ერთმანეთს.

იმ ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ეს მერე რას გამოიწვევს? კარგი, მე თავი რომ გადავდო და შევაკვდე რაღაც იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ და სინამდვილეში ჩემი რწმენით და არგუმენტებით, ქართულია, მერე რას შვრებით? ასეთ რაღაცას რატომ კადრულობთ?”, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული.

,,ხელისუფლების დაჟინება, მიიღოს ეს კანონი, პირდაპირი პროვოკაცია და დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა” – პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები