ნადიმ ხმალაძე, რომელიც უკრაინაში დაღუპულ ქართველთან – ვანო ნადირაძესთან ერთად იბრძოდა, სოციალურ ქსელში მისი მეგობრისა და თანამებრძოლის გარდაცვალებას ემოციური ტექსტით ეხმაურება.
„ისევ შევხვდებოდით მეგონა, ისევ ვისაუბრებდით რომ დავბრუნდებით საქართველოში, როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა. ყველას დაგვაკლდი ვანო ძმაო.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა – „გავნადგურდი ბატონო ვანო… დიდება გმირებს…“
ტრაგიკული ამბავი სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამის შესახებ ფეისბუქ გვერდზე ვანოს მეგობრები წერენ.
უშიშარი და სამშობლოზე შეყვარებული კაცი იყავი. გული მტკივა ჩემზე ზრუნვის საშუალება რომ არ მოგეცი ერთხელ… გულიანი იყავი და ვერ გაგიძლო მაგ გულმა…
დიდება შენს სახელს.
#დიდებაგმირებს“ – წერს Facebook-ზე ნადიმ ხმალაძე.
ცნობისთვის, უკრაინაში ქართველი მებრძოლის – ვანო ნადირაძის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების თქმით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი, გულის შეტევა გახდა.
ისევ შევხვდებოდით მეგონა, ისევ ვისაუბრებდით რომ დავბრუნდებით საქართველოში , როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა. ყველას…
Posted by Nadim Khmaladze on Monday 23 June 2025