ნაძვის ხის ფორმაში გამოწყობილმა ბიონსემ ნიუ-იორკის ქუჩებში გაისეირნა და საზოგადოებას წინასაახალწლო განწყობა აუმაღლა.
მომღერლის გრძელი მწვანე მოსასხამი სათამაშოებით იყო გაწყობილი. ამ ანტურაჟით საქმე არ დასრულებულა: მან სანტას ქუდი და გამჭვირვალე მწვანე სათვალეც მოირგო.
მომღერლის მეუღლე, როგორც ჩანს მიესალმება მის ამ ფორმას: ჯეი-ზი ბიონსესთან ერთად მოდიოდა და იცინოდა. მართალია, თავად რეპერმა უარი თქვა მსგავს fashion-ექსპერიმენტზე. იგი ჩვეულებრივი, ყოველდღიური „ლუქით“ გამოცხადდა საზოგადოების წინაშე.


