სიან კანი, ესაა ადგილი მექსიკის მახლობლად, კარიბის ზღვის სანაპიროზე, სადაც სხვადასხვა ადგილიდან ხდება ნაგვის გამორიყვა. საბოლოოდ ნაგავი სწორედ ამ ადგილას იყრის ხოლმე თავს. ამერიკელი ფოტოგრაფი ალეხანდრო დურანი კრეატიულად მიუდგა ამ ერთი შეხედვით არაფრისმთქმელ ადგილს და ნაგვის შეგროვება დაიწყო. შედეგად, მან ულამაზესი ყვავილოვანი პეიზაჟები შექმნა. მისი მიზანია ფოტო ობიექტივზე აღბეჭდოს დაძაბულობა ბუნებასა და განვითარებულ სამყაროს შორის. პროექტის სახელწოდება „ჩარეცხილი“ გახლავთ.
ფოტოგალერეა: