HBO-მ სერიალ, „დრაკონის სახლის“ მეორე ნაწილის ორი ახალი ტრეილერი ერთდროულად გაავრცელა და ორივე საოცრად შთამბეჭდავია.
„რადგან თითოეულ მხარეს სჯერა, რომ რკინის ტახტი კანონიერად ეკუთვნის, ჩვენ ერთი ამბის შესახებ, ორ განსხვავებულ პერსპექტივას წარმოგვიდგენთ“, – წერია HBO-ს განცხადებაში.
მეორე სეზონში მეთ სმიტს, ოლივია ქუქს, ემა დარსის, ევა ბესტს, სტივ ტუსენსა და იუენ მიტჩელს კვლავ ვიხილავთ. სერიალის პრემიერა 16 ივნისს შედგება.
ტრეილერი: „დრაკონის სახლის“ მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია
HBO „სამეფო კარის თამაშების“ კიდევ ერთი „პრიქველს“ გადაიღებს