LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, გაწევს თუ არა ახალი Land Rover Defender 40 ტონიან სატვირთოს

49
landroverdefender2021

ბრიტანელმა დილერმა Swansway–მ გაავრცელა უჩვეულო ვიდეო, სადაც Land Rover–ის შესაძლებლობებია ასახული. ყველგანმავალმა მთაზე 40 ტონიანი სატვირთო აიყვანა, თანაც ამ დროს სატვირთოზე 7 ახალი Land Rover იყო მოთავსებული.

როგორც ვიდეოს აღწერილობიდან ირკვევა სატვირთოს მძღოლმა აღმართს თავი ვერ გაართვა და მის დასახმარებლად ახალი Land Rover მივიდა. სატვირთოს მისაბმელით რამდენიმე Evoque, Range Rover Velar, Discovery, Discovery Sport და ორიც Range Rover Sport  მიქონდა. თავიდან მძღოლს სრიალის საწინააღმდეგოდ გზაზე მარილის ან ქვიშის დაყრა სურდა, თუმცა დილერმა ბარემ ახალი მოდელის გამოცდა გადაწყვიტა.

Land Rover Defender–ის მწარმოებლის ოფიციალური მონაცემებით, მოდელს მაქსიმუმ 3,5 ტონა ტვირთის გაწევა შეუძლია, თუმცა კროსოვერმა პრაქტიკაში საპირისპირო დაამტკიცა და 40 ტონას უპრობლემოდ გაუმკლავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები