LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ რა მაგარი რამ მოუწყო ლივერპულმა ბავშვებს (ვიდეო)

79

სალაჰი კედლიდან ძვრება და ბავშვებს აშინებს.

„ლივერპულმა“ ბავშვებს შორის კონკურსი ჩაატარა საუკეთესო კომენტატორის გამოსავლენად.

ეკრანზე აჩვენებდნენ იმ მატჩის მომენტს, რომელშიც სალაჰს გოლი გააქვს. ბავშვებს უთხრეს, რომ საუკეთესო წყვილი ეგვიპტელს პირადად შეხვდებოდა. სულ ათი წყვილი იყო.

მონაწილეებმა არ იცოდნენ სინამდვილეში რა ელოდებოდათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მოჰამედს ეკრანზე გოლი გაქონდა, ის დამალული კედლიდან ბავშვებისკენ გამოხდებოდა ყვირილით „იეეეე!“.

ბავშვები კუმირს გაესაუბრნენ. ერთ-ერთმა კი ისიც კითხა, რომელი შამპუნით სარგებლობს.

თქვენ რას კითხავდით?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები