HillClimb Monsters-ის YouTube- არხზე ბრიტანულ ღონისძიებაზე – Retro Rides Gathering-ზე გადაღებული პირველი კადრები გავრცელდა. ვიდეოში სპეციალურად რბოლისთვის მომზადებული Reliant Rialto არის დაფიქსირებული. ჩვეულებრივი Reliant 850 კუბის მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავითაა უზრუნველყოფილი და 39,5 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. სპეციალურად რბოლისთვის, ავტომობილის მფლობელმა ჯორჯ როჯერსმა მასზე 110 ძალის მოტოციკლეტის Honda CBR-ის ძრავი დააყენა. 500-მდე კილოგრამის მასის მოშორების შედეგად 3 საბურავიანმა მობილმა 220 ცხენის ძალა შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ Reliant Rialto 1982 წლიდან 1997 წლების პერიოდში გამოდიოდა და გარდა ჰეტჩბეკისა მოდელის ხაზში ასევე 3 კარიანი უნივერსალი და სატვირთო ფურგონიც შედიოდა. 1996 წელს კი Rialto-მ პიკაპიც წარმოადგინა, თუმცა მისი ტირაჟი ძალიან შეზღუდული იყო.