ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ულტრათანამედროვე კამპუსი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. როგორც თავად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აცხადებენ, KIU-ში სასწავლო გარემო, ინფრასტრუქტურა და საგანმანათლებლო ეკოსისტემა სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს.
KIU-ს კამპუსი მოიცავს სტუდენტების და პერსონალის საცხოვრებლებს, აკადემიურ შენობებს, ბიბლიოთეკას, კაფეებს, შიდა და გარე სარეკრეაციო სივრცეებს, ელექტროტრანსპორტს, ველობილიკებს, რაც საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრებას მრავალფეროვანსა და განუმეორებელს ქმნის.
ფოტოები: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი