ამერიკულმა მწარმოებელმა Telsa-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ელექტროქარი Model 3 მიწისქვეშა გვირაბში საკმაოდ მაღალი სიჩქარით გადაადგილდება.
ვიდეო სწორედ იმ გვირაბშია გადაღებული, რომელიც ილონ მასკის პირადი შეკვეთით დამზადდა. 1,6 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ავტომობილებს საკმაოდ მაღალი სიჩქარის განვითარების საშუალება ეძლევათ და მომავალში მასკი 250 კმ/სთ-მდე აჩქარებასაც გეგმავს.
Tesla Model 3-ის გამოცდა სპეციალური ჯებირების გარეშე გადაწყდა. ავტომობილს მძღოლი მართავდა და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მან ამხელა სიჩქარის განვითარება შეძლო. აღსანიშნავია, რომ აქამდე “ტესლა“ მხოლოდ 75 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა.