ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას ითხოვს. მათ შესაბამის პეტიციასაც მოაწერეს ხელი.
ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის შესახებ ახალი რეგულაციის დაწესებას 555 000-ზე მეტი ადამიანი მოითხოვს.
ამ ინიციატივის თანახმად, ხელახალი რეფერენდუმი უნდა ტარდებოდეს იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო.
კანონის თანახმად, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომელმაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.