სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცისა და ხორცპროდუქტების ნიმუშების შემოწმებისას, 9 შემთხვევაში ცხენისა და ვირის ხორცი გამოავლინა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ქალაქში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს. სახეობრივი კვლევის (ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირება) პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლინი, ქაბაბი და ბასტურმა. 7 ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო 2 ნიმუშში როგორც ცხენის, ასევე, ვირის ხორცი. დარღვევის მქონე ბიზნესოპერატორების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: http://nfa.gov.ge/ge/sursatis-uvnebloba/monitoringi/dokumentebis-shemowmeba.
მწარმოებლები ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო 1000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიკვლევადობის პრინციპით შეამოწმა ინდმეწარმე დავით წოწკოლაურის კუსტარული წარმოება, სადაც გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევები და დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რომელიც დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერდა.
სახეობრივი კვლევა – ცხენის ან ვირის ხორცის იდენტიფიკაცია
ბიზნესოპერატორი |
საქმიანობა |
მისამართი |
სურსათის დასახელება | კვლევის შედეგი |
ი/მ დავით წოწკოლაური
ს/კ 14001007745 |
ხორცის და ხორცის პროდუქტების წარმოება | ქ. თბილისი, წმინდა ბარბარეს უბანი #118 | ბასტურმა | ცხენის დნმ |
შპს ,,მადა“ (ს/კ 400018716) |
ნახევარფაბრიკატების წარმოება
|
დიღომი 8, ნაკვეთი 010/220 |
ხინკალი ,,სუპერი“ |
ცხენის დნმ |
შპს ,,კედარი“ (ს/კ 200188634)
|
ნახევარფაბრიკატების წარმოება |
სარაჯიშვილის ქ.N6 |
ხინკალი |
ცხენის დნმ |
შპს ,,ლაშარი“ (ს/კ 400185857) |
ნახევარფაბრიკატების წარმოება |
კაჭარავას ქ.N12 |
ხინკალი |
ცხენის დნმ
ვირის დნმ |
შპს ,,ლაშარი“ (ს/კ 400185857) |
ნახევარფაბრიკატების წარმოება |
კაჭარავას ქ.N12 |
ბლინი |
ცხენის დნმ
ვირის დნმ |
შპს ,,ლაშარი“ (ს/კ 400185857)
|
ნახევარფაბრიკატების წარმოება |
კაჭარავას ქ.N12 |
გუფთა |
ცხენის დნმ |
შპს ,,მერკადო“ (ს/კ 209437536)
|
აგრარული ბაზარი |
ფ.მოსულიშვილის ქ.N1 |
მრპ-ს ხორცი |
ცხენის დნმ |
შპს ,,მერკადო“ (ს/კ 209437536)
|
აგრარული ბაზარი |
ფ.მოსულიშვილის ქ.N1 |
მრპ-ს ხორცი |
ცხენის დნმ |
შპს „გიო“
ს/კ 400083841
|
ნახევარფაბრიკატების წარმოება | კაჭარავას ქ.N12 | ქაბაბი | ცხენის დნმ |