LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახევრად ჩაცმული და ნახევრად შიშველი კიმ კარდაშიანი (ფოტო)

261

ლონდონში ბრიტანული Vogue-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები  გრძელდება. ამჯერად მორიგი მიღება კენსინგტონის ბაღში გაიმართა. ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი, ასევე ქეით მოსი, დემი მური, კლაუდია შიფერი და სხვები.

კიმ კარდაშიანი წითელ ხალიჩაზე Roberto Cavalli-ის გამჭირვალე, სექსუალურ კაბაში გამოჩნდა. იმის გამო, რომ კარდაშიანმა მშობიარობის შემდეგ 19 კილოგრამი დაიკლო, მან უფლება მისცა თავს ასეთ გულახდილ სამოსში იაროს. მუქ მწვანე კაბას, რომელიც ყვავილებით იყო დაპრინტული, ტყავის ელეგანტური ქამარი ამშვენებდა. რეალითი-შოუს ვარსკვლავს თან ახლდა კანიე უესტი, რომელმაც ფეხსაცმელი მეუღლის კაბის ფერის შესაბამისად შეარჩია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g