LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნახონ, რა პირობებში ცხოვრობს.. ისეთი წესიერი ადამიანის პოვნა, როგორც გიორგი მარგველაშვილია, ძალიან ძნელია – მას ჰქონდა შესაძლებლობა ერთი ხელის მოწერით დიდი ფული ეშოვა, მაგრამ არც გაუვლია თავში ამის გამოყენება“ – ხუხაშვილი

1757
fot (1)

„ორ შაურად რომ იყიდებიან, ისინი ლაპარაკობენ გიორგი მარგველაშვილზე, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის და მეც ვიცი, რომ ისეთი წესიერი ადამიანის პოვნა, როგორც გიორგი მარგველაშვილია, ძალიან ძნელია,“ – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და მასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მარგველაშვილი: „მხიარული კომენტარია, რომ მე გავხდი მექრთამე და ფულის ამღები, პრინციპულად შეურაცხყოფილი ვარ პატარა თანხით – 11 500 დოლარით, ერთადერთი, რაც ემოციურად შემეხო, თანხის სიმცირე იყო“

„გიორგი მარგველაშვილი იყო პრეზიდენტი, ჰქონდა უზარმაზარი შესაძლებლობები. მეც მქონდა. დღე არ გადიოდა, რომ 11 000 დოლარი კი არა, ასჯერ მეტი შეთავაზება არ მიგვეღო. არც მე და არც გიორგის ერთი თეთრისთვის ხელი არ მოგვიკიდებია. ეს ყველამ იცის, ბიძინამ იცის ყველაზე კარგად და ამიტომ მიაჩნია გიორგი მარგველაშვილი მთავარ საფრთხედ, ალბათ, მეც.

ჩვენი კომპრომეტაცია, ჩვენი გასვრა ვერ მოახერხა და ახლა ბინძური კამპანია დაიწყეს ორ შაურად გაყიდულმა ადამიანებმა. რაღაც ხელმოსაკიდი იპოვეს სადღაც, გამოვიდნენ, დაეწყვნენ და ეს ნაძირალობა აფრქვიეს, მეტი არაფერიო. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ტექნოლოგია..

როგორ შეიძლება გიორგიზე ასე ლაპარაკი, ნახონ, რა პირობებში, როგორ ცხოვრობს.. კი მას ჰქონდა შესაძლებლობა ერთი ხელის მოწერით დიდი ფული ეშოვა, ის იყო პრეზიდენტი და ჰქონდა ამის ყველა ინსტრუმენტი, მაგრამ არც გაუვლია თავში ამის გამოყენება“, – განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, ქვეყანაში შექმნას სიტუაცია, რომ „არ არსებობს წესიერი ადამიანი, ყველა მექრთამეა“.

„გიორგი მარგველაშვილის კომპრომეტირება ნიჰილიზმისა და სკეპტიციზმისთვის სჭირდება, რომ ადამიანები ფიქრობდნენ: ყველა ნაგავი და უვარგისია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისათვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების თანახმად, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები