აუქციონზე გასაყიდად ტიმ ბარტონის ფილმიდან ლიცენზირებული „ბეტმობილი“ გამოიტანეს. სპეციალისტთა შეფასებით აუქციონის სახლი Mecum, სუპერ გმირის ავტომობილის ზუსტი ასლისთვის 260 ათას დოლარს მოითხოვს. მანამდე კი გასაყიდად გამოტანილი ორადგილიანი ავტომობილი სრულად შეაკეთეს და ტექნიკურად გამართეს.
„ბეტმობილი“ ფილმისთვის ფირმა Hollywood Productions-მა ააგო. ეპატაჟურმა ავტომობილმა კინოკომპანია Warner Bros-გან ოფიციალური ლიცენზია აიღო, თუმცა გადაღებებში მონაწილეობა არ მიუღია. მოძრაობაში მოდელი 8 ცილინდრიან ძრავას მოჰყავს, რომელიც ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
გადაღებების დასრულების შემდეგ ლიცენზირებული ავტომობილი ნიუ-ჯერსის გასართობ პარკში გამოფინეს. ავტომობილმა ცოტა ხნის წინ სრული რესტავრაციაც გაიარა, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა ის აღადგინეს და თანამედროვე ოფციებითაც აღჭურვეს.