LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილი გმირია, ის მხარდაჭერას იმსახურებს ყველასგან: ვიოლა ფონ კრამონი სალომე სამადაშვილზე

95
BeFunky-collage (1)

ვროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი შარლ მიშელის დოკუმენტზე სალომე სამადაშვილის ხელმოწერას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მსურს გამოვხატო პატივისცემა სალომე სამადაშვილის მიმართ, რომ მან გამოიჩინა გამბედაობა ხელი მოეწერა დოკუმენტზე თავისი ყოფილი პარტიის მხარდაჭერის გარეშეც კი. ნამდვილი გმირი. სამადაშვილი იმსახურებს მხარდაჭერას ყველასგან, ვისაც სურს დაძლიოს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საბოლოოდ დააბრუნოს ქვეყანა კონსტრუქციულ ევროატლანტიკურ გზაზე. დიდი მადლობა ამ პოლიტიკოსებს,” – წერს კრამონი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g