ბრედ პიტმა „ექს“-მეუღლეს, ჯენიფერ ენისტონს თავის სახლში გადასვლა შესთავაზა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ენისტონის ლოს-ანჯელესში მდებარე სახლში, უცნობი მამაკაცი შეიჭრა. ინსაიდერის ცნობით, ინციდენტის შემდეგ ენისტონი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ბრედის მხარდაჭერამ მასზე განსაკუთრებულად იმოქმედა და რთული მდგომარეობიდან გამოიყვანა. ამის შესახებ The News წერს.
ინსაიდერის ინფორმაციით, პიტმა პირადად შესთავაზა ენისტონს მის საცხოვრებელში გადასვლა. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ეს მოხდა სწორედ იმ პერიოდში, როცა ბრედმა ინეს დე რამონზე დაქორწინება გადაიფიქრა.
ბრედ პიტმა ინეს დე რამონზე დაქორწინება გადაიფიქრა – ცნობილია მიზეზი
ტაბლოიდები წერენ, რომ ენისტონსა და პიტს ამჟამად თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ და წარსულის უთანხმოებები დიდი ხანია უკან მოიტოვეს.
„ნამდვილი მამაკაცი „ექსებზე“ უნდა ზრუნავდეს“, – ასე აფასებენ ბრედის გალანტურ ჟესტს მედიაში.
საინტერესოა, რომ პიტი და ენისტონი 2000 წლიდან 2005 წლამდე იყვნენ დაქორწინებულები. მათი განქორწინების მიზეზი, პიტისა და ანჯელინა ჯოლის რომანი გახდა.
ფანები ამტკიცებენ, რომ ბრედ პიტის ახალი რჩეული, მსახიობის ყოფილ მეუღლეს, ჯენიფერ ენისტონს ჰბაძავს
ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შესახებ მრავალწლიანი დუმილი დაარღვია – GQ-ს ინტერვიუ

