LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამუშევარი, რომელიც „შვიდკაცასთან“ ერთად ჩავწერე, ალექსანდრე ბასილაიას სიმღერების კრებულია… მეორე ახალი სიმღერა უფრო თანამედროვე სტილისაა“ – დათო გომართელი

170
gomartelinews-2021-09-27_12-19-21_052380

1-ელ აგვისტოს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ მომღერალი დათო გომართელი სტუმრობდა, რომელმაც თავის ახალ ნამუშევრებზე ისაუბრა.

 დათო, რა ჟანრში იქნება შენი ახალი სიმღერები, რომლებზეც ახლა მუშაობ?

ნამუშევარი, რომელიც „შვიდკაცასთან“ ერთად ჩავწერე, ალექსანდრე ბასილაიას სიმღერების კრებულია და ქალაქური ჟანრისაა. მეორე ახალი სიმღერა უფრო თანამედროვე სტილისაა. ეს ნამუშევარი იტალიელ კომპოზიტორს ეკუთვნის, ლექსის ავტორი კი ირინა სანიკიძე გახლავთ. სპეციალურად ზაფხულისთვის მოვამზადეთ ეს სიმღერა და იმედი მაქვს, რომ ჩემს მსმენელს და ჩემი სიმღერების მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ. ნამუშევარი სტუდიაში „ბრავო“ ჩაიწერა. არანჟირების ავტორი ბორიკო შხიანი გახლავთ, ხმის ინჟინერი კი ალეკო ბერძენიშვილი.

კლიპის გადაღებას თუ გეგმავ აღნიშნულ სიმღერებზე?

შეიძლება ამ თანამედროვე სტილის სიმღერაზე გადავიღო, ვნახოთ, საბოლოო ვარიანტი როგორი გამოვა. მე ძალიან მინდა კლიპის გადაღება, მთავარია, ისეთი პროდუქტი მივიღოთ, როგორიც მე მსურს. მგონი, ჯერჯერობით კარგი ნამუშევარი გამოდის. ახალი სიმღერის სახელწოდებაა „დარჩი ჩემთან“.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები