LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამუშევრები, რომელსაც ქმნიდნენ ტრადიციული რეწვის ოსტატები, არ იყო მორგებული თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს“ – რა პრობლემები შეხვდა სოციალურ საწარმო „ეთნოდიზაინს“ და როგორ მოახერხა მათი გადაჭრა/ “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

21
ირინა მანია

„ეთნოდიზაინი“ სოციალური საწარმოა, რომლის  მისიაა ტრადიციული რეწვის ოსტატების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი პროდუქციის ხარისხისა და დიზაინის განვითარებით, ასევე გაყიდვების ხელშეწყობით.

ამ მიზნის მისაღწევად სოციალური საწარმოს დამფუძნებლებმა 2015 წელს სოციალური კონცეფციის მაღაზია „ეთნოდიზაინი” გახსნეს. იგი თავს უყრის თბილისსა და რეგიონებში, ტრადიციული რეწვის 250-მდე ოსტატის მიერ შექმნილ მაღალი ხარისხის ხელნაკეთ პროდუქციას.

თბილისში მდებარე მაღაზია მალე გახდა ცნობილი და მიაღწია ფინანსურ მდგრადობას.

შედეგად, 2017 წელს, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიხსნა „ეთნოდიზაინის“ კიდევ ერთი სოციალური მაღაზია, რამაც ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის გაყიდვები 3-ჯერ გაზარდა.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად  „ეთნოდიზაინის“ დამფუძნებელი – ირინა მანია საუბრობს.

– ირინა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ სექტორს და ამ მიმართულებას ხელშეწყობა სჭირდებოდა?

რა პრობლემები იყო და რა პრობლემები გადაიჭრა თქვენი მეშვეობით?

– ჩვენი საქმიანობა დაიწყო ტრადიციული რეწვის დაარსებით. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ტრადიციული რეწვის ოსტატებს აერთიანებს.

მთავარი მიზანი იყო, რომ მათი განვითარებისთვის ხელი შეეწყო.

მუშაობის პროცესში მივხვდით, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ ნამუშევრები, რომელსაც ქმნიდნენ ტრადიციული რეწვის ოსტატები, არ იყო მორგებული თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს. მივხვდით, რომ მნიშვნელოვანი იყო, სწორი მიმართულება მიგვეცა ამ პროდუქციისთვის, რომ ოსტატებს გაყიდვები ჰქონოდათ.

დასაწყისში წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა, სოციალური მეწარმეობის ფორმა ჰქონოდა.

ჩვენ დავიწყეთ ოსტატებთან შეხვედრა, მათი და მათი ტექნოლოგიების გაცნობა და მათთან ერთად დიზაინების შემუშავება. მერე უკვე თავისთავად მოვიდა იდეა, რომ საერთო პლატფორმა შეგვექმნა, სადაც ყველა ამ პროდუქციას მოვუყრიდით თავს.

მაგრამ ყველაზე გადამწყვეტი ჩვენს მოგზაურობაში, იყო ის, რომ ტრადიციული ტექნოლოგიები შეგვენარჩუნებინა. ეს გახდა ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ ოსტატებმა ტექნოლოგიები შეინარჩუნონ, თაობიდან თაობაზე გადაეცეს და არ დაიკარგოს.

– რა არის ძირითადად თქვენი გაყიდვების არხები? გასაგებია, რომ გაქვთ ორი მაღაზია და ინტერნეტგაყიდვები. უცხოურ პლატფორმებზეც ხომ არაა წარმოდგენილი ამ ოსტატრების პროდუქცია?

– ვინაიდან ჩვენი საწარმო აერთიანებს 150-მდე ოსტატს საქართველოს ყველა რეგიონიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მრავალფეროვანი გაყიდვის არხები შევქმნათ.

მხოლოდ ორი მაღაზია საკმარისი არაა. ასეთი დიდი გაყიდვების რაოდენობის დასაკმაყოფილებლად.

ვყიდით ონლაინ ფორმატში, ამ დროისთვის დაკეტილია ვარძიის მაღაზია, რომელიც კვლავ უნდა ამოქმედდეს სეზონზე და ვაკეთებთ ძალიან ბევრ თემატურ გამოფენას წლის განმავლობაში. წლიდან წლამდე გაყიდვების დინამიკა, იზრდება და ეს გვაფიქრებინებს, რომ სწორედ ეს მოდელი, ტრადიციული ტექნოლოგიებით შექმნილი ახალი იდეები, ახალ ფუნქციურ კატეგორიებზე მორგებული ფორმატი ძალიან წარმატებულია და როგორც ჩანს, ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებელს აკმაყოფილებს.

ჩვენ ოსტატების ნდობა დავიმსახურეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გვენდობიან, ჩვენს რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, მერე უკვე თვითონაც ჩვენგან დამოუკიდებლად  წარმატებით ყიდიან.

ესაა ჩვენი სოციალური მიზანი განსხვავებით სხვა სტანდარტული ტრადიციული ბიზნესებისა. გარდა იმისა, რომ ჩვენი გაყიდვები უნდა გაიზარდოს მათი ხელშეწყობისთვის, ისინიც უნდა განვითარდნენ, რომ  დამოუკიდებლად წარმატებით ახდენდნენ თავისი პროდუქტის რეალიზებას.

– როგორც ვიცი, უახლოეს მომავალში გამოფენას გეგმავთ.

– წლის მანძილზე როგორც წესი, მაღაზიის სივრცეში გვაქვს ხოლმე ყველა დღესასწაულზე გამოფენა. ახალი წელი თუ მოდის, ჩვენს პროდუქციაშიც ახალი წელია დომინანტური. გარდა ამისა დიდ სავაჭრო ცენტრებში გვაქვს ასოციაციის და ეთნოდიზაინის გამოფენები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა მომხმარებელმა შეიძინოს არამხოლოდ იმპორტირებული, არამედ ადგილობრივი მეწარმეების შექმნილი დეკორაციები.  წლიდან წლამდე ხარისხი იმდენად იზრდება, რომ ქართველმა მომხმარებელმა უკვე იცის, სად მოვიდეს. რომ ქართული პროდუქცია შეიძინოს.

6 დეკემბრიდან ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, სითი მოლის ტერიტორიაზე იქნება გამოფენა. ესაა საკმაოდ განსხვავებული ტიპის ღონისძიება.

ესაა ჩვენი ინოვაციური პროექტი, რომელიც სტრატეგიული კვლევებითა და განვითარების ცენტრის ხელშეწყობით ჩატარდება. იქნება დიდი მოძრავი სატვირთო მანქანა, რომელიც ახლა გადაკეთების პროცესშია.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ სხვადასხვა ადგილებში მოვახდინოთ პროდუქტების რეალიზაცია. ამით კიდევ უფრო მრავალფეროვანს გავხდით ჩვენი გაყიდვების არხებს. სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ ამ მანქანას თქვენ იხილავთ არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა რეგიონებშიც.

– ინოვაციური მიდგომაა მოძრავი მაღაზია. მცდელობები იყო, მაგრამ ტრადიციული რეწვის პროდუქცია რომ გაიყიდოს, დიდი მანქანიდან მართლაც სიახლეა და საინტერესო იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g