LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ჩარკვიანი: „ჩემები ერთი პერიოდი რევოლუციონერ ბავშვს მეძახდნენ…“

541
nana-charkviani

ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი, ნანა გადაცემა „ჩათთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტში სწავლისას სიბეჯითეს იჩენს, იღებს ახალ კურსებს, რომ საკუთარი თავი განავითაროს:

„თითქოს თინეიჯერობისას უფრო მორგებული ხარ ყველაფერზე, შანსია, რომ ყველაფერი გამოსცადო, შეხვიდე ყველაფერში დამწყებივით და ნახო, გინდა ამის შეგრძნობა და შენად ქცევა თუ არა. სადმე რომ მიდიხარ, საკუთარი თავის ილუზიები იმსხვრევა. ბავშვობიდან მაქვს სურვილი, ყველაფერი გამოსცადო ახალი. ხანდახან როცა ერთ ქვეყანაში დიდხანს ხარ, ეს მომენტი იკარგება. ყველგან ერთი ნანა ვარ, მაგრამ ვფიქრობ, უკეთესი და უკეთესი.

ყოველთვის უნდა ეცადო, ისწავლო შენი წარსული ცხოვრებიდან. 13 წლის რომ ვიყავი, სულ სხვა მსოფლმხედველობა მქონდა. ხშირად ვატყობ, რომ ჩვენს ასაკში მარტივია გამოსცადო რაღაცები ისე, რომ არ დაფიქრდე. მერე, როცა იზრდები, ხშირად ნანობ რაღაცებს. ყველაზე კარგი, რაც შეგიძლია ჩვენს ასაკში გააკეთო, ყველაფერი უნდა აკეთო ცნობიერად, ყველა მომენტში უნდა მოგწონდეს, რასაც აკეთებ, რომ შემდეგში აღარ გქონდეს სინანულის გრძნობა. სწორ ხაზზე სიარულით უფრო ცნობიერად იზრდები. ჩვენს ასაკში კარგი ბაზის ჩამოყალიბებაა აუცილებელი…

ჩემები ერთი პერიოდი მეძახდნენ რევოლუციონერ ბავშვს. ყველა ბავშვი შენს ასაკში ასეთი არისო, მე არ ვეთანხმებოდი ამ ფრაზას. სანამ რომში წავიდოდი, იუსტიციის სახლში მარტო დავდიოდი საბუთებზე. ორი-სამი კვირა რომ გავიდა, ვიგრძენი, რომ ვარ სრულიად დამოუკიდებელი. ეს გამათავისუფლებელი გრძნობა იყო, როდესაც შეგიძლია, ყველაფერი შენით გააკეთო, სხვა ადამიანების დახმარების გარეშე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g