რუსთაველის ეროვნულ თეატრში ნანა ფაჩუაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა.
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მოიცავდა ნანა ფაჩუაშვილის შემოქმედების ამსახველ ფოტოგამოფენას; ასევე, მსახიობმა ითამაშა ნაწყვეტი რამდენიმე სპექტაკლიდან.
საღამოზე აჩვენეს არტისტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფილმი „მე და ჩემი 88 ანარეკლი“, რომელიც მის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო.
დოკუმენტურ ფილმში ნანა ფაჩუაშვილი ჰყვება თავისი ცხოვრების შესახებ, ფილმის რეჟისორია ნინო დადვანი, სცენარის ავტორი ირმა ჩუბინიძე.