ნანა მალაშხია, რომელიც საზოგადოებამ გასულ წლის 7-9 მარტის აქციებზე წყლის ჭავლის წინ აფრიალებული ევროკავშირის დროშით დაამახსოვრა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საჯარო მოხელეებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს:
„ჩვენ ქვეყანას ბევრი კეთილსინდისიერი, პატრიოტი, ევროპული მომავლის მხარდამჭერი საჯარო მოხელე ჰყავს, რომლებიც თავიანთი შრომითა და ცოდნით, ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს.
ასევე ნახეთ
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროპას აშორებს.
საჯარო მოხელეებო, მე, საჯარო მოხელე, თქვენთან ერთად, სამსახურის მერე, ისევ ქვეყნის სამსახურში, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში, პარლამენტთან 19:00-ზე”, – წერს მალაშხია.