LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანგრევებში 5-ზე მეტი ადამიანია, მათ შორის 3 ბავშვია – რას ყვება თვითმხილველი

580
55

26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის თვითმხილველები ამობენ, რომ ნანგრევებში 5-ზე მეტი ადამიანია მოყოლილი და მათ შორის 3 ბავშვია. ამის შესახებ თვითმხილველი „რადიო თავისუფლებას“ უყვება.

რამ გამოიწვია კორპუსის ნგრევა – რას აცხადებენ ბათუმის მერიაში

თვითმხილველი, რომელზე დაყრდნობითაც სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს, კორპუსის ჩამოგრეული კედელი მის სახლს ესაზღვრება.

„ვერ გამომიყვანეს ჩემი შვილი… მომიყვანეთ ჩემი შვილი…“ – უმძიმესი კადრები ბათუმიდან

მისი თქმით, დანამდვილებით და ოჯახის წევრებზე დაყრდობით შეუძლია გვითხრას, რომ ნანგრევებში არის 3 ბავშვი და 4 საშუალო ასაკის ზრდასრული.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები სხვადასხვა ოჯახებიდან არიან, ორი ბავშვი ერთი ოჯახის წევრია, მესამე – სხვა ოჯახის.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ერთ ბავშვთან ერთად იმყოფება ძიძა.

“ძალიან მძიმე შემთხვევაა, ნანგრევებში ადამიანებია, ყველაფერი გაკეთდება, რომ გადარჩნენ” – თორნიკე რიჟვაძე

კადრებში, რომელსაც შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება, ჩანს ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილები – ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოყვანილი ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კადრებში ასევე ჩანს, როგორ ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები ხმა გააგონონ მაშველებს და იქ მყოფ ადამიანებს.

ესმით ჩემი ხმა? … შემიძლია სუნთქვა – ბათუმში, დანგრეულ კორპუსში მოყოლილი ადამიანები მაშველებთან კონტაქტზე გასვლას ცდილობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g