LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან მძიმე შემთხვევაა, ნანგრევებში ადამიანებია, ყველაფერი გაკეთდება, რომ გადარჩნენ” – თორნიკე რიჟვაძე

677
BeFunky-collage

ბავშვი გადაარჩინეს მაშველებმა, თუმცა ნანგრევებში ჯერ კიდევ არიან ადამიანები,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებს განუცხადა.

თორნიკე რიჟვაძეს არ აქვს ინფორმაცია, სავარაუდოდ, რამდენია ადამიანია ნანგრევებში.

“ყველაფერი გაკეთდება, რომ იქ დარჩენილი ადამიანები გადარჩნენ. გრძელდება კონტაქტი მათთან“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, კორპუსზე დაშენებასთან დაკავშირებით მოგვიანებით გაკეთება განცხადება.

რამ გამოიწვია კორპუსის ნგრევა – რას აცხადებენ ბათუმის მერიაში

ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა აჭარის პოლიციის წარმომადგენელმა ირაკლი ბასილაძემ. მისი განცხადებით, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება.

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი პირი სამაშველო ბრიგადასთან კონტაქტზე გავიდა.

გესმით ჩემი ხმა? … შემიძლია სუნთქვა – ბათუმში, დანგრეულ კორპუსში მოყოლილი ადამიანები მაშველებთან კონტაქტზე გასვლას ცდილობენ

ამ წუთებში, მაშველები ნანგრევებიდან მათ გამოყვანას ცდილობენ.

გრძელდება ნანგრევებში მოყოლილი სხვა ადამიანების სამძებრო სამუშაოებიც. ამის გარდა, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები