LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ გამომიყვანეს ჩემი შვილი… მომიყვანეთ ჩემი შვილი…“ – უმძიმესი კადრები ბათუმიდან

801
BeFunky-collage

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც დღეს კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს დამატებითი ძალების მობილიზება.

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ახლობლები დახმარებას ითხოვენ. კადრებსა და მათ კომენტარებს აჭარის ტელევიზია აქვეყნებს.

ამ დროისთვის უცნობია რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრევებში.

26 მაისის ქუჩაზე, სადაც სახლი ჩამოინგრა იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. რიჟვაძის განცხადებით, მაშველები აგრძელებენ მუშაობას.

“ძალიან მძიმე შემთხვევაა, ნანგრევებში ადამიანებია, ყველაფერი გაკეთდება, რომ გადარჩნენ” – თორნიკე რიჟვაძე

მისივე თქმით, ვერსიებზე ვერ ისაუბრეს. ამბობს, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

 

 

რამ გამოიწვია კორპუსის ნგრევა – რას აცხადებენ ბათუმის მერიაში

ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა აჭარის პოლიციის წარმომადგენელმა ირაკლი ბასილაძემ. მისი განცხადებით, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება.

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი პირი სამაშველო ბრიგადასთან კონტაქტზე გავიდა.

გესმით ჩემი ხმა? … შემიძლია სუნთქვა – ბათუმში, დანგრეულ კორპუსში მოყოლილი ადამიანები მაშველებთან კონტაქტზე გასვლას ცდილობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები