„ჩემი ბაბუა, ვლადიმერ ხაზარაძე“ – წერს ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე და აქვეყნებს ორ ფოტოს ბაბუას ბავშვობიდან. ვლადიმერ ხაზარაძეს ორივე ფოტოში გრძელი თმა აქვს, ერთში ბიჭივითაა გამოწყობილი, მეორეში კი კაბა აცვია.
ამ ფოტოებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია ტელეწამყვანის „ფეისბუქის“ გვერდზე. მნახველები ვარაუდს გამოთქვამენ, რომ შესაძლოა, ასეთი ჩაცმულობა იმით იყო განპირობებული, რომ მშობლებს გოგონა უნდოდათ და ბიჭი დაიბადა. როგორც კომენტარებში წერენ, ის ოჯახში მეთორმეტე ბავშვი იყო. თავად ნანიკო ჯერჯერობით კომენტარების ავტორებს არ გამოხმაურებია.
