„აქ ევროპაზე აღარ არის [საუბარი], ქვეყანას ვკარგავთ. უნდა გავაქტიურდეთ და არ უნდა შეგვეშინდეს. ხვალინდელი დღე არ იარსებებს, გაიფიცეთ ყველა, რა სამსახური? რისთვის ან ვისთვის უნდა ვიმუშაოთ? უნდა გამოხვიდეთ და ქვეყნის სამსახურში უნდა დადგეთ ყველა“, – ასე მიმართა ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირი ეთერიდან მოქალაქეებს მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა, რომელმაც მსახიობების გარკვეული ნაწილის მსგავსად, პროტესტის ერთ-ერთ ფორმას მიმართა და გაიფიცა.
ნანკა კალატოზიშვილის თქმით, გაფიცვა არის ყველაზე მშვიდობიანი აქტი და მნიშვნელოვანია, ადამიანების დიდმა რაოდენობამ დღის პროტესტზეც გადაინაცვლოს.
„ყოველ ღამეს, ეს ადგილი – და არა მხოლოდ ეს ადგილი, ყველგან მოგვდევენ – არის სასაკლაო და დროა, რომ გავიფიცოთ და ამ რაოდენობის ადამიანებმა დღის პროტესტზეც გადმოინაცვლოს.
მოსამართლეები ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავთ ამ ბავშვების სისხლს, ამ ბავშვების დალეწილ სახეებს. ყველანაირი დარბევა გვინახავს, მაგრამ სცემდნენ ქალებს, სცემდნენ შშმ პირებს, მართლა პირველად ვნახე, წარმოუდგენელი სისასტიკე ხდება და დროა, რომ პროტესტი უკვე დილიდან იწყებოდეს…
წარმოუდგენელია ეს მოგწონდეს, არც ერთი მთავრობის დროს არ უნდა მოგწონდეს ძალადობა, ძალადობას თუ გმობ, გმობ ყოველთვის“, – თქვა ნანკა კალატოზიშვილმა.
„არც ერთი მთავრობის დროს არ უნდა მოგწონდეს ძალადობა. ძალადობას თუ გმობ, გმობ ყოველთვის“ — ნანკა კალატოზიშვილი
Posted by Formula • ფორმულა on ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024
„მე, მაკა მახარაძე მხარს ვუჭერ საქართველოს ახალგაზრდობას, გამარჯვება თქვენია“ – მაკა მახარაძე