LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი სალომე გოგიაშვილს: „მრავალშვილიან დედა სალომე გოგიაშვილს, სხვების შვილები რომ არც ახსენდება ასეთ დროს… თეატრში რომ გევლო, იქნებ, პასუხიც უფრო დახვეწილი გქონოდა…“

721
ნანკა

ნანკა კალატოზიშვილი აზიარებს სალომე გოგიაშვილის კომენტარს მსახიობის ადრინდელ მოსაზრებასთან დაკავშირებით, როცა მან ურჩია შოპინგის მაგივრად თეატრში ევლო. სალომემ მსახიობს უპასუხა, რის შემდეგაც ნანკამ კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა:

„მრავალშვილიან დედა სალომე გოგიაშვილს, სხვების შვილები რომ არც ახსენდება ასეთ დროს, როცა მსგავსი, მდაბიო პასუხი აქვს, თეატრში იარეზე, იქნებ გადასცეთ, რომ მისი მეგობარი ნიკუშა კაცია დაიჭირეს, ჩაუდეს 14 გრამი კოკაინი და სამუდამო პატიმრობით ემუქრებიან, განსხვავებული აზრის ქონის გამო! ამაზეც გააკეთოს კომენტარი, იქნებ მომავალში ესეც აღარ გაექცეს! პ.ს. ისე თეატრში რომ გევლო, იქნებ, პასუხიც უფრო დახვეწილი გქონოდა…“

„14 გრამი კოკაინი ძალიან ბევრია, მზად ვარ, დამხვრიტონ, მაგრამ სიბინძურე და ტყუილია, რომელიც „არ მოსულა”… მითხრეს, ხელს თუ მოაწერ, პანღური და წახვალო” – ნიკა კაციას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

magti 5g