LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილის პოლიტიკური სტატუსი – „მივუსხდეთ ვარდისფერ ეკრანს და ვიყოთ ფსევდოიდილიაში…“

168

ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

„არ მჯერა ამ ქალაქის. პატარა, ლამაზი ქალაქი, რომელიც ჯინაზე არსებობს, არადა, შეუძლია იყოს ფერადი და განსხვავებული აზრის შემთხვევაში, კი არ ანადგურებდეს, თანაარსებობას სწავლობდეს. „რუსთავი 2“-ის სასამართლოს შეეძლო ყოფილიყო ამის საუკეთესო მაგალითი. ჩვეულებრივი რასიზმია, როცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი, რომელსაც შეიძლება, სრულიად არ ეთანხმები, შენთვის მსხვერპლი ხდება, და როცა ასეთ რასიზმს ვგრძნობდით წლების წინ და არ მოგვწონდა, დღეს რატომ უნდა იყოს ეს ადეკვატური, ვერ ვხვდები.

„რუსთავი 2-ს გაჩუმებით ნაკლებად გეცოდინებათ, რომ ბილეთების შოვნა ჩვენი ერისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ყოველ დღე საზღვრის გადმოწევა, ის, რომ „გაზპრომის“  შემოსვლა ჰგავს მეზობელს, რომელიც სულ გირტყამდა, გკლავდა, სახლში გივარდებოდა და მერე ცოლად გაჰყევი და ხელიც მოაწერე.

არ გეცოდინება, რომ „მზიურში“ არ შეიძლებოდა ყოფნა თუნდაც ბავშვებისთვის, რომლებიც იქ ალაგებდნენ, იყო ეპიდემიის საშიშროება და საერთოდ, „რუსთავი 2“-მა პირველმა გაგვაგებინა, სად რა ხდებოდა 13 ივნისს.

ვარდისფერ ეკრანებს მივუსხდეთ და ვიყოთ ფსევდოიდილიაში. მე საშინლად არ მომწონდა ნაცების დამოკიდებულება და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა წლების წინ და არ მომეწონება იგივე არც ერთი მთავრობის დროს!..“ – აცხადებს მსახიობი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები