LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილის ტყუპი ძმა: – „ნანკას მაგალითზე ვხვდები, რა არის ბედნიერება“

1096

ნანკა კალატოზიშვილი თავისი ძმის სტატუსს აქვეყნებს, სადაც გიორგი კალატოზიშვილი წერს იმის შესახებ, რა არის ბედნიერება და აღნიშნავს, რომ მისთვის ბედნიერების მაგალითი ტყუპისცალი და, ნანკაა.

„რა არის ბედნიერება? ნანკას მაგალითზე ვხვდები, რა არის ბედნიერება და წარმატება და რამდენს ნიშნავს მოტივაცია. ბავშვობიდან ცოცხლობდა თავისი მომავალი პროფესიითყოველთვის უნდოდა ყოფილიყო მსახიობი. ზეწარს გააბამდა და აწყობდა სახლში ჯერ სათამაშოების მონაწილეობით სპექტაკლებს, შემდეგ თვითონაც შეუერთდა და სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარაოჯახი ესწრებოდა სრული შემადგენლობით.

თინეიჯერმა მიშა ანთაძის თეატრში დაიწყო თამაში, წავიდა გასტროლებზე. მერე ჩააბარა თეატრალურში, ისწავლა ხელობა და ხელოვნება, ახლაც სწავლობს, თუ როგორ უყვარდეს კიდევ უფრო მეტად ერთიც და მეორეც. თამაშობდა იმ პერიოდიში, როცა კინო და თეატრიც ხელოვნურ სუთქვაზე ჰყავდათტყუპები ვართ. მე 4 პროფესია გამოვიცვალე, ნანკამ ისწავლა გარდასახვა, მაგრამ თავისი თავის და მისიის ერთგული დარჩა. არასოდეს გადაუხვევია თავისი გზიდან, რადგან იმ ცხოვრებით ცხოვრობდა ყოველთვის, რომელიც უყვარდა და უყვარს. რა მაგარია, როცა ბედნიერი ხარ ბავშვობიდან. რა არის ბედნიერება? 100% გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ! გქონდეს მისია!“ – წერს გიორგი.

ნანკას კი ბედნიერების საკუთარი მსაზღვრელი აქვს.

„რა არის ბედნიერება? როცა ასეთი ძმა გყავს. როგორ მიყვარხარ და მეამაყები, ჩემო სუპერადამიანო. ბედნიერება შენ ხარ, ჩაპლინ“.

9dab348e-9882-446b-ab87-925f30b94867

5b87a4e9-b1a0-4655-94c0-878a58a56302

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები