დათი ქოქრაშვილის ისრაელში მკურნალობისთვის, როგორც იცით, ნახევარი მილიონი დოლარია შესაგროვებელი. ამის შესახებ ახლახან დათის მამამ „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ეს თანხა ითხოვეს ისრაელის კლინიკაში, რომ ბავშვის გადარჩენის შანსი გაიზარდოს.
დათის დასახმარებლად შექმნილი გვერდი ავრცელებს მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის ვიდეომიმართვას, სადაც მსახიობი საზოგადოებას ბავშვის ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდებს:
„პატარა დათის ძალიან, ძალიან, ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება. წარმოდგენაც არ მინდა, რა დღეში არიან მშობლები, რომლებიც უყურებენ, რა მდგომარეობაშია მათი შვილი. დათის გადასარჩენად საჭიროა ნახევარი მილიონი დოლარი. მარტო ამას, რა თქმა უნდა, ვერც ერთი ოჯახი ვერ გასწვდება, ამიტომ ყველა ერთად უნდა დავუდგეთ გვერდით და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პატარა დათი გადავარჩინოთ…“
დათი ქოქრაშვილის დედა: „მჯერა, დათიკოც მალე მოილოცავს ამ საოცარ ტაძარს და ყველა სხვა სიწმინდეს…“
დათი ქოქრაშვილს ისრაელში მეექვსე ოპერაცია ჩაუტარდა: „სხვა სერიოზული ჩარევა არ იგეგმება…“