LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „20 ივნისის ირგვლივ ახლა ჩხუბი მხოლოდ ბიძინას სცენარია, გვახსოვდეს, ვადა გვაქვს წლის ბოლომდე“

209
BeFunky-collage

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მოქალაქეებს 20 ივნისს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

“მეგობრებო, რა მნიშვნელობა აქვს ვისი აქციაა 20-ში:) 21 არ დადგება? 22,23 და ასე უსასრულოდ. ვისაც მუდმივი აქციები გვსურს დეოლიგარქიის მოთხოვნით ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავიწყოთ.

20 ივნისის ირგვლივ ახლა ჩხუბი მხოლოდ ბიძინას სცენარია. ისე, გადამწყვეტ მომენტში ერთმანეთში არეულობას, ყოველთვის წარმატებით ახერხებდა და იქნებ ამჯერად მაინც არ გამოუვიდეს.

გვახსოვდეს, ვადა გვაქვს წლის ბოლომდე. თუ ამ ვადებში მოთხოვნებს შევასრულებთ, გვაქვს შანსი ევროკავშირმა კარები შეგვიღოს.

20 ში, 20:00 ზე, რუსთაველზე”,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს – “წევრობის საკითხს პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“

შეგახსენებთ, 20 ივნისს ევროკავშირის პასუხის მოლოდინში, პარლამენტთან მოძრაობა სირცხვილია ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებების მხარდამჭერ აქციას შინ ევროპისკენ! გამართავს. ღონისძიებას სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g