LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „იქნებ, ჯანდაცვის მინისტრი ფსიქიატრიით დაინტერესდეს…“

92

ნანუკა ჟორჟოლიანი C ჰეპატიტის წარმატებული პროგრამის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრს ფსიქიატრიის პრობლემით დაინტერესებას სთხოვს. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში, სადაც ყოველი მეორე ანტიდეპრესანტს ან ფსიქოტროპულ წამალს მოიხმარს, სპეციალური ხელმისაწვდომი პროგრამაა შესაქმნელი.

ნანუკა წერს:

„C ჰეპატიტის პროგრამა არის ძალიან მაგარი. მოსაზრება, რომ არ ვიცით რა არის ჯერ და შედეგებს ვნახავთ, ძალიან ჩასაფრებული ადამინის ეჭვებია. თავად ჰეპატიტზე ცუდი როგორ შეიძლება რამე იყოს.

ძალიან მაგარია, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს ეს და სხვა დახმარება ურიგოდ შესთავა ჯანდაცვის სამინისტრომ. მე ვიცი რამდენიმე მადლიერი ადამიანი, რომელიც „საზღვარს“ იქეთ დარჩა და ზოგადად, ასეთ „საზღვრებს” ამ გზით უფრო მოვშლით. რუსებთან ცალკე ვარკვიოთ. მთავარია აფხაზები დავარწმუნოთ რომ მეგობრობა გვინდა და არა დაპყრობა მათი.

ჰოდა, იქნებ ამ წარმატებული პროექტის შემდეგ მინისტრი ფსიქიატრიით დაინტერესდეს. ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე არასწორად დანიშნულ ანტიდეპრესანტს, ან ფსიქოტროპულს სვამს, იქნებ, დაწესდეს რეგულაცია.

იქნებ, ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის კომპეტენტური ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი. უფასო, როგორც C ჰეპატიტის პროგრამაა. ოღონდ ჩემნაირებისთვის კი არა, ვისაც ამის საშუალება არ აქვს.

იქნებ, სტუდენტებისთვის, პირველ რიგში. ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარება იყოს ხელმისაწვდომი.

თუ საჭიროა, მე დაგანახებთ აუცილებლობას ამ პროგრამის. ნებისმიერი ფორმით, რაც მისაღები იქნება თქვენთვის. ხელმოწერებით დაწყებული, შეხვედრებით დამთავრებული.

ვიწყებთ შეთანხმებას თემაზე, რომ ფსიქიატრთან სიარული არ ტეხავს, მაგრამ ამის იქეთ თუ არ წავედით, პრობლემა მხოლოდ ფსიქიატრებისთვის მოიხსნება. მეტი პაციენტი ეყოლებათ. პაციენტების პრობლემა კი გართულდება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g