„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ინფორმაციით, მათი შვილი ნიკოლოზ ღარიბაშვილი, რომელიც ამერიკაში სწავლობს, თბილისში 3 კვირის წინ, ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვიდა.
ამის შესახებ ნანუკა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნიკოლოზ ღარიბაშვილის საქართველოში ჩამოსვლა „ქართული ოცნების” წარმომადგენლების დასანქცირებას უკავშირდებოდეს.
„ვუყურე მორიგ „ექსკლუზიურ სკანდალს” ნიკოს საზაფხულო არდადეგებზე თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
თქვენი ინფორმაციისთვის მოკლედ დავწერ:
ნიკომ წარჩინებით დაამთავრა პირველი წელი და დაახლოებით, 3 კვირის წინ დაბრუნდა თბილისში ვინაიდან დაეწყო ზაფხულის არდადეგები, სულ ეს არის! ყველას ვუსურვებ შვილების ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს!“ – წერს ნუნუკა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.