LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი და ნოლე: ვის ლანძღავენ ყველაზე ხშირად

50
60b82c54a31024adbdcbcd7b

ნაომი ოსაკა გახდა ჩოგბურთის სამყაროს წარმომადგენელი 2021 წელს, ვისაც ყველაზე შირად აყენებდნენ შეურაცხყოფას ტვიტერზე. საიტმა Pickswise-მა 20 მოთამაშე ჩამოწერა, რომლებმაც ყველაზე მეტი შეურაცხმყოფელი ტვიტი მიიღეს გასულ წელს.

Pickswise-მა 100 ათასზე მეტი ტვიტი გაანალიზა. მათგან 32 415 ნაომი ოსაკას ეძღვნებოდა და შესაბამისად სწორედ ის იკავებს პირველ ადგილს ამ უსიამოვნო რეიტინგში. მეორე ადგილზეა სერენა უილიამსი – 18 118. მესამე ადგილი ერგო ენდი მარეის – ბრიტანელმა ჩოგბურთელმა 11 732 სალანძღავი ტვიტი დააგროვა. მეოთხე 10 094 ტვიტით 19 წლის ემა რადუკანუ.

ხუთეული დაასრულა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბმა 8 439 ჰეითერული ტვიტი მიიღო. თუმცა ნოლემ 2022 დაიწყო დიდი უპირატესობით. მარტო 3-დან 10 იანვრამდე პერიოდში მან 7 354 შეურაცხყოფას მოუყარა თავი. მიზეზი ადვილი მისახვედრია, ავსტრალიის ღია პირველობა.

ჯოკოვიჩს მოყვებიან: როჯერ ფედერერი (4 261), სტეფანოს ციციპასი (4 084), რაფაელ ნადალი (3 588), ალეკსანდრ ზვერევი (3 454) და სიმონა ჰალეპი (3 181).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები