LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი კემპბელი გერმანელ დიჯეის ცეცხლოვანი რომანის შემდეგ დაშორდა, ცნობილია მიზეზი

105
page

54 წლის ლეგენდარული ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელი მაქსიმალურად ცდილობს პირადი ცხოვრება დამალოს, თუმცა პაპარაცებს მაინც არ გამოჰპარვიათ მისი რომანი. კემპბელი გერმანელ დიჯეის, DJ Rampa-ს გასულ ზაფხულს დაუახლოვდა. ფოტოგრაფებმა წყვილი მიკონოსზე არაერთხელ გადაიღეს.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მოდელი რჩეულს საკუთარი ნებით დაშორდა.

„მათ საოცრად ცეცხლოვანი რომანი ჰქონდათ და ერთმანეთის გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებდნენ, თუმცა მათი კავშირი თავიდანვე განწირული იყო. ისინი დატვირთული გრაფიკის გამო დაშორდნენ ერთმანეთს. ნაომიმ მასთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა“, – აცხადებს წყარო.

ცნობისთვის, მოდელს ორი შვილი ჰყავს, რომლებიც სამყაროს სუროგატი დედის დახმარებით მოევლინნენ. აქამდე უცნობი რჩება მისი შვილების მამის ვინაობა.

დადასტურდა! – 54 წლის ნაომი კემპბელი 35 წლის გერმანელ DJ-ს ხვდება – წყვილის უახლესი ფოტოები მიკონოსიდან

ვიდეო: 54 წლის ნაომი კემპბელის ენერგიული ცეკვა და ვნებიანი კოცნა ღამის კლუბში – ვინ არის მისი რჩეული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები