ახლახან, საფრანგეთში, Spotify-ის ღონისძიება გაიმართა. სტუმრებს შორის იმყოფებოდა ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელი. 52 წლის ლამაზმანი, როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა. მას „ვალენტინოს“ თეთრი კაბა ეცვა, რომელსაც მან „ნაიკის“ სპორტული ფეხსაცმელი შეუხამა.
მის „ლუქს“ ერთი გამორჩეული, პატარა დეტალი ამშვენებდა, ნაომის ყელზე შავი, გოთიკური სტილის ნაჭრის ყელსაბამი ეკეთა. ინტერნეტსივრცეში წერენ, რომ აღნიშნული სტილის ყელსაბამი სულ მალე სამკაულების მოდის ჰიტად იქცევა.
„სამკაულების მოდის ახალი ჰიტი“, „ხვალ ამას ყველა გაიკეთებს“, „ქალღმერთივით გამოიყურება“, – წერენ კომენტარებში.
ნაომი კემპბელი მილიარდერ ერნესტო ბერტარელისთან ერთად გადაიღეს
ვიდეო: ნაომი კემპბელი საოცრად შთამბეჭდავ სარეკლამო კამპანიაში ბრწყინავს
„პირველი ნაბიჯები“ – ნაომი კემპბელი 1 წლის ქალიშვილის ფოტოებს ავრცელებს