უკვე მრავალი წელია ტაბლოიდები ცდილობენ გაარკვიონ, თუ ვინ არის 52 წლის ტოპ მოდელის, ნაომი კემპბელის რჩეული, თუმცა უშედეგოდ. გასულ თვეს „შავი პანტერა“ ორ სხვადასხვა მამაკაცთან ერთად გადაიღეს.
„ნაომის შვილის მამა?“ – 51 წლის კემპბელი მამაკაცთან მრავალი წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა
ახლა კი დასავლური მედია ნაომისა და 56 წლის მილიარდერის, ერნესტო ბერტარელის რომანზე ალაპარაკდა. წყვილი მონაკოში სეირნობის დროს გადაიღეს, კემპბელს პარტნიორისთვის ხელკავი ჰქონდა გაკეთებული. შეუდარებლად გამოიყურებოდა პოდიუმის დედოფალი, მას „ალექსანდერ მაკქუინის“ კაბა ამშვენებდა.
რაც შეეხება ნაომის ახალ „რჩეულს“, „ფორბსის“ მონაცემებით, ერნესტოს ქონება 8,9 მილიარდ დოლარს შეადგენს.