ნაომი ქემფბელი ნიუ-იორკში გამართულ გალა-ვახშამს დაესწრო, რომელიც ლეგენდარული გრეის კელის საპატივცემულოდ გაიმართა. გრეის კელის სახელობის საღამოს მთავარი მასპინძლები იტყვნენ მონაკოს მეფე ალბერი და მისი მეუღლე, პრინცესა შარლენი. მთავარი სტუმარი კი 90-იანი წლების სუპერვარსკვლავი ნაომი ქემფბელი იყო.
“შავი გედის” სახელით ცნობილი ნაომი საოცრად გამოიყურებოდა ულამაზეს საღამოს თეთრ კაბაში და ფაქტობრივად, ყველა მოსული სტუმარი დაჩრდილა. გაშლილ თმებსა და მინიმალისტურ მაკიაჟში ნაომი კიდევ უფრო ლამაზი იყო, ვიდრე აქამდე.
პრინცესა გრეის ფონდის საპატივცემულოდ გამართულ გალა-ვახშამს ქუინ ლატიფა და სხვა ცნობილი ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ.