LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია – 4.6 მლნ დოლარის მანდარინი გავყიდეთ

370
mandarinoba7

მანდარინის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, აჭარაში, ქ. ქობულეთში ფუნქციონირებს შესაბამისი შტაბი.

არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება. სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო იბარებს. არასტანდარტულ მანდარინს ფერმერები ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში აბარებენ.

მოსვლის ჩაბარების პარალელურად, ხორციელდება მანდარინის ექსპორტი. 6 დეკემბრის  მდგომარეობით, საქართველოდან, მიმდინარე წელს წარმოებული 9 476 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g