LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სასულიერო პირს პატიმრობა შეუფარდეს

187
ბერი

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დაპატიმრებული სასულიერო პირი – ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერ სვიმონ ქავთარაძეს პატიმრობა შეეფარდა. 

მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად შეძენა-შენახვას ედავება. პროკურორ მარიამ ქორიძის განცხადებით, მალანიამ და ქავთარაძემ ჯგუფურად წინასწარ ორგანიზებულად შეიძინეს ნარკოტიკული საშუალებები.

დაცვის მხარემ აღკვეთის სახით 20 000 ლარის ოდენობით გირაო და სასულიერო პირების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. 

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს, ერთ-ერთი ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერია

დაკავებული ბერის უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს.

სვიმონ ქავთარაძე თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.

უფლებადამცველი ჯიტა გულუა მანამდე აცხადებდა, რომ დაპატიმრების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. 

ადვოკატის ინფორმაციით, სასულიერი პირები მზად იყვნენ თავდებში დადგომოდნენ ბერ- მონაზონს.

შეგახსენებთ, ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი სასულიერო პირი დააკავეს. მეორე დაკავებულს – რომან მალანიას 10 000 – ლარიანი გირაო შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g