LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა გამკაცრდება

74
1

ნარკოტიკული საშუალების, ასევე ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა გამკაცრდება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

ცვლილებების მიხედვით:

?  ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის პირი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე;

?  სანქცია იმატებს დასახელებული დანაშაულის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენისთვისაც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში სასჯელის შუალედი გაიზრდება თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი მოიმატებს მხოლოდ სასჯელის მინიმალური ზღვარი და ნაცვლად რვა წლისა, გახდება თოთხმეტი წელი.

“კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და ნარკოტიკული საშუალების, ასევე ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღების მარეგულირებელი კანონმდებლობის გამკაცრებ.” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

კომიტეტმა დღესვე განიხილა სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნარკოტიკულ სამართალდარღვევებზე პრობაციისა და “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის მდგომარეობის ანალიზისა და პასუხისგებაში მიცემულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობს შეისწავლის.

პოპულარულები