LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NASA-მ კოსმოსში ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი გაუშვა

96
218074-video

25 დეკემბერს, NASA-მ, ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ადმინისტრაციამ, ისტორიაში უდიდესი ტელესკოპი James Webb/ჯეიმს უები კოსმოსში წარმატებით გაუშვა.

ის ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპია. ჯეიმს ვების ტელესკოპი, საფრანგეთის კოსმოსური პორტიდან გაემგზავრა. 10 მილიარდის ღირებულების ტელესკოპი ისტორიულ მისიას შეასრულებს და იმ სივრცეს დააკვირდება, რაც აქამდე არავის უნახავს. ტელესკოპის დაპროექტებას და შექმნას 30 წელზე მეტი დასჭირდა.

მასზე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მუშაობდნენ. ტელესკოპის გაშვება სპეციალურად შობას დაამთხვიეს. ასტრონომთა თქმით, ტელესკოპი სამყაროს წარმოშობის შესახებ კვლევების სფეროში რევოლუციას მოახდენს.

ტელესკოპის გაშვება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარე საფრანგეთის გვიანის ტერიტორიიდან, ცენტრ კურუდან განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები