LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NASA მზეს შეეხება: ამბიციური მიზნის განხორციელება იწყება

70

“ჩვენ ვიყავით მთვარეზე, დავსვით კოსმოსური ხომალდი მარსზე და გვაქვს მჭიდრო შეხება სხვა პლანეტებთან… შემდეგი გაჩერება მზეა” – 60 წელია ნასას აუხდენელ ოცნებებშია ამ დიდი და ცხელი ბურთის გამოკვლევა. ახლა კი  NASA ამბიციური იდეის განხორციელებას იწყებს.

ავტომობილის ზომის ხომალდი მზეს იმაზე მეტად მიუახლოვდება, ვიდრე სხვა მისიები ოდესმე.

თავბრუდამხვევი სიჩქარით –  720,000 კილომეტრით საათში, ხომალდი მზის ზედაპირს 6.4 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდება. აპარატი უპრეცედენტო დაშვებებს განახორციელებს და დედამიწაზე მონაცემებს გამოაგზავნის.

მისიის წარმატებით შესასრულებლად ხომალდმა 1371 გრადუსს, ძლიერ რადიაციას და ზებგერითი ნაწილაკებისგან დაზიანებასაც უნდა გაუძლოს. ახალი ექსპედიციაNASA-მ 2014 წელს დაამტკიცა და აპარატს ცნობილი მეცნიერის იუჯინ პარკერის სახელი დაარქვეს.

ექსპედიცია ორ მთავარ კითხვაზე ეძებს პასუხს:

  1. რატომ არის მზის გარეთ (კორონა) 300-ჯერ უფრო ცხელი, ვიდრე მისი ზედაპირი?
  2. რატომ აჩქარდა “მზიური ქარი” (მზის ზედა ატმოსფეროდან წამოსული პლაზმის ნაკადი)

NASA-ს ექსპერტები ამბობენ, რომ ამ კითხვებზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ სწორედ მზის ატმოსფეროში ვცხოვრობთ.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები