პოლონეთში, ქალაქ კატოვიცეში გადაარჩინეს მამაკაცი, რომელიც გიგანტური ნაძვის ხის კენწეროში რამდენიმე საათით გაიჭედა. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი Onet წერს.
41 წლის პოლონელმა საჭიროზე მეტი ალკოჰოლი მიიღო და გადაწყვიტა ქალაქის მთავარი საშობაო ხე დაეპყრო. ის ხეზე საკმაოდ მარტივად აცოცდა, თუმცა უკან ჩამოსვლა დამოუკიდებლად ვეღარ შეძლო. მაშინ მან ხელების ქნევა და დახმარების თხოვნა დაიწყო, იმის იმედით რომ ვინმეს ყურადღებას მიიპყრობდა.
ბოლოს და ბოლოს მამაკაცი შეამჩნიეს და მაშველები გამოიძახეს. ნაძვის ხესთან ათამდე საპატრულო ავტომობილი, ორი სახანძრო და ერთიც სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათი გაგრძელდა და მამაკაცი ხიდან წარმატებით ჩამოხსნეს.
ექსტრიმის მოყვარული უვნებლად დაუბრუნდა მიწას.