LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატა ფერაძე თბილისის მერიასთან მესამე დღეა შიმშილობს

46

”პარტიზანული მებაღეობის” ხელმძღვანელი ნატა ფერაძე თბილისის მერიასთან მესამე დღეა შიმშილობს.

ფერაძემ შიმშილობა ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის შემდეგ დაიწყო.

მისი მოთხოვნაა, გადადგნენ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი და მოადგილე, ასევე დაისაჯონ დამნაშავეები:

“შიმშილობა გაგრძელდება იქამდე სანამ ჩვენ ამ მიზანს არ მივაღწევთ. სამი წელი კონსტრუქციული დიალოგებით და მიმართვებით ვეცადეთ ცვლილებებს, თუმცა ამას ვერ მივაღწიეთ და ეს უკვე არის ზღვარი. ასევე მოვითხოვთ დასჯას ვინც ნებართვა გასცა, ვინც ხელი მოაწერა რომ ეს ხე მოსაჭრელია. ასევე უნდა დაისაჯონ დამნაშავეები.”

დღეს, მერიასთან 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g