LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატა გაგუამ პაციენტი დიეტის დარღვევისას „გამოიჭირა“ – „მშვიდად ვარ, რომ ვერ დამინახა…“

395
natagagua

ცნობილი დიეტოლოგი, ნატა გაგუა სახალისო შემთხვევას გვიზიარებს. სოციალურ ქსელში ის აღწერს ამბავს, რომელიც მცირე ხნის წინ შეემთხვა, მან შემთხვევით ერთ-ერთი თავისი პაციენტი სანაყინეში დაინახა მაშინ, როდესაც ის დანიშნულ დიეტას არღვევდა…

ნატა გაგუა:

„გუშინ ბასკინ-რობინსში ჩემი პაციენტი დიდი სიამოვნებით მიირთმევდა  ნაყინს.

ბოლო კონსულტაციაზე მთხოვა, უფრო მკაცრი დიეტა შემიდგინე, ძალიან ნელა ვიკლებ წონაშიო, თუმცა ზუსტად ვიცავო.

რთულია ნუტრიციოლოგობა, ეს  ქალაქიც პატარაა.

მშვიდად ვარ, რომ ვერ დამინახა.  თუ წაიკითხავს

სტატუსს მინდა დავამშვიდო,  მეც დამირღვევია დიეტა.

ასე რომ კვებითი ხულიგნობა  დიეტის დროსაც  “მოსულა”.

მთავარია, მოტივაცია არ დაკარგო და შენმა არჩევანმა სიამოვნება და სიხარული მოგიტანოს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g